logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგ ხალხს უსამძიმრებს
- +

12 დეკემბერი. 2018. 13:14

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს.

 

„ღრმად დამწუხრებული ვარ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საშინელი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, ვისზეც ეს არაადამიანური ქმედება და შეტევა განხორციელდა. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში ფრანგი ხალხის გვერდით დგას“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner