logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს
- +

12 დეკემბერი. 2018. 13:42

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხს ყურადღებით აკვირდება.

 

„პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი, მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია, ამიტომ თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner