ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პიარ-კამპანია უფრო ადრე დაეწყოთ.
„ჩვენ საპენსიო რეფორმის თვალსაზრისით, მზად ვართ, წინა კვირას ამ საკითხის ფართო განხილვა გვქონდა. სისტემურად მზად ვართ და უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მოსახლეობას მოახსენებს, თუ როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა. პიარკამპანია ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო, ჩვენ ამას ავანაზღაურებთ, რადგან ინტენსიური კამპანია გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.