logo_geo
eng_logo
„16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება“
- +

12 დეკემბერი. 2018. 13:51

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ 16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება.

 

„16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება - თუ საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით, ვნებათაღელვა არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია ინიციატივით გამოვიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გაუქმებული მორატორიუმი პლენარულ სხდომაზე განხილვის თემა გახდეს. მარშანიამ დეპუტატებს ასევე მიმართა, მივიდნენ იუსტიციის სახლთან და ნახონ, „როგორი სავალალო და საგანგაშო ვითარებაა“.

 

კობახიძემ მარშანიას საპასუხოდ განაცხადა, რომ ის სესიაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან კვირიდან, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner