logo_geo
eng_logo
ვიდეოჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 1 წლის განმავლობაში თითქმის 9-ჯერ გაიზარდა
- +

12 დეკემბერი. 2018. 13:52

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული 1 წლის განმავლობაში გადახდილი ვიდეოჯარიმების რაოდენობამ 27 335 752 ლარი შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, სულ 1 ნოემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობამ 1 029 852 შეადგინა, მათ შორის გადახდილია 780 000 ჯარიმა. აღნიშნულ პერიოდამდე 2017 წელს, 71 969 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, საიდანაც გადახდილი იყო 65 138 ჯარიმა, ხოლო გადახდილი თანხის ოდენობა 3 135 847 ლარია.

 

მთლიანობაში გასული წლების სტატისტიკა ასეთია: 2015 წელი - დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობა 294 300, მათ შორის გადახდილი - 188 136 ჯარიმა, გადახდილი თანხის ოდენობა - 7 921 095 ლარი;

 

2016 წელი - დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობა 320907, გადახდილი - 173 333, გადახდილი თანხა - 7 250 556 ლარი;

 

2017 წელი - დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობა - 326 853, მათ შორის გადახდილი - 146 792, გადახდილი თანხა - 5 305 956 ლარი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner