„ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ საწვავის ფასებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში საწვავზე ფასების წარმოქმნა დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასსა და ლარის კურსზე.
„სექტორი, რომელიც დაკავებულია ნავთობპროდუქტების იმპორტით ქვეყანაში, სრულად არის დამოკიდებული ორ ფაქტორზე ფასების წარმოქმნისას: საერთაშორისო ფასი და ლარის კურსი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღესდღეობით, ყველაზე დაბალი მარჟა გვაქვს, რაც კი გვქონია მთელი ამ 20 წლის განმავლობაში. მოგვეცემა საშუალება, რომ კიდევ უფრო დაბალი ფასი იყოს? ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.