თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„აღმაშფოთებელია ის, რაც სტრასბურგში მოხდა. ცივსისხლიანმა მკვლელმა არ დაინდო სრულიად უდანაშაულო ადამიანები. როგორც ვიცით, დაღუპულია სამი, ხოლო დაჭრილია თორმეტი მოქალაქე.
იმედი მაქვს, დროულად დადგინდება ჭეშმარიტება და დამნაშავე პასუხს აგებს.
მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, სტრასბურგში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც წინასაშობაოდ ამ შემაძრწუნებელი ტრაგედიის მოწმენი გახდნენ, და მთელ საფრანგეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ.