logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: აქციაზე პროვოკაციები არ იქნება, „ნაციონალური მოძრაობაც“ მიხვდა, რომ ეს მათაც არ აწყობთ
- +

12 დეკემბერი. 2018. 15:09

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე პროვოკაციები არ იქნება, რადგან ოპონენტები მიხვდნენ, რომ ეს მათაც არ აწყობთ.

 

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს უწევთ ლავირება მიხეილ სააკაშვილის ახირებებსა და მათთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს შორის იმიტომ, რომ მათ ადეკვატური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება რეალიზებული იყოს, არ გააჩნიათ და ამაზე პრინციპში, თვითონ ლაპარაკობენ. მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციები არ იქნება. მიხვდნენ, რომ თვითონაც არ აწყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცველები მობილიზებული არიან იმგვარად, რომ ყოველგვარი პროვოკაცია ამ მხრივაც იქნება გამორიცხული“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner