logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: საქართველოში დღეს ადმინისტრაციული მეთოდით რომელიმე პროდუქტზე ფასის რეგულირება არ ხდება
- +

12 დეკემბერი. 2018. 15:10

 

 

ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, პურის გაძვირების მიზეზი ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები იყო.

 

„ერთი რამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არანაირი ადმინისტრაციული მეთოდით დღეს საქართველოში რომელიმე პროდუქტზე ფასის რეგულირება ნამდვილად არ ხდება. ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები და ეს იყო ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები. ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტოს ექნება თავისი შესწავლის შედეგები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ რომელიმე მიმართულებით დაფიქსირდება არაკეთილსინდისიერი მოქმედების ფაქტები, შემდეგ იქნება შესაძლებელი სათანადო ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

მისი თქმით, ადმინისტრაციული მეთოდით პურის ფასზე გავლენა არ ხდება.

 

„თუმცა, ეს იყო მხოლოდ ერთი კომპანიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია და ალბათ, ზოგადად, მთლიან სექტორში საკითხი ასე მწვავედ არ დგას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner