logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია ნიკა მელიას: ნუ თავხედობ!
- +

12 დეკემბერი. 2018. 16:03

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს შორის დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის იმის მინიატურა, რისი გაკეთებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელ ქვეყანაში უნდოდა.

 

„დღეს ნიკა მელია არის კლოუნადის ავტორი და ჩარლი ჩაპლინის ფილმების პერსონაჟი, რომლებიც რაღაც კომიკურ ატმოსფეროს ქმნიან. მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც ეს ხიფათი ზუსტად იგრძნეს და დადგნენ იქ, სადაც უნდა დამდგარიყვნენ. მიუხედავად წყენისა, მიუხედავად გულაცრუებისა, მეორე ტურში სწორედ მათი მეშვეობით მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ხიფათები თავიდან ავიცილეთ, მოხდა გამარჯვება. მათი წვლილი ძალიან დიდია და ვიცი, რომ ისინი ელოდებიან ცვლილებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები იქნება არა ცვლილებებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ უახლოეს ხანში. გამოიკვეთოს ტენდენციები“, – განაცხადა ქანთარიამ.

 

დეპუტატმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობა“ არჩევნები 20%-ით წააგო.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ მინდა გარკვევით ვუთხრა, თქვენ ან არ გინდათ გაიგოთ, ან ვერ იგებთ, არჩევნები დამთავრდა და თქვენ წააგეთ. „წააგეთ“ რას ნიშნავს სიტყვა. ეს რომ ყოფილიყო 1-2%, იქნებ მეც ფიქრებში წავსულიყავი. წააგეთ არა 4-5%, არამედ 20%-ით. რა ძალადობაზე საუბრობთ, ეს იყო ბინძური კამპანია თქვენი მეცადინეობით და თუ რამე ხარვეზი იყო, ეს მომავალშიც გამოსწორდება, მაგრამ რა ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? რის ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? რას ჟილკობთ პატარა ბავშვებივით. რას აკეთებთ? ახლა უნდა ადგეთ და შეეგუოთ იმას, რომ წააგეთ. ერთ რამეში ფხიზლად ხართ, თქვენი ბელადი მგზნებარედ გმოძღვრავთ, რომ თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ „სკაიპით“ ძალიან უყვარს საქართველო. კარგია, რომ თქვენ თავებზე ზრუნავთ მეტ-ნაკლებად. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერია, პარიკი დაიხურა ლენინმა და ისე ჩავიდა რუსეთში სხვისი პასპორტით, ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს აქ. მაგრამ მანაც კარგად იცის, რომ პირველ რიგში თქვენ მოკიდებთ ხელს და ყვავილებით მიიყვანთ „მატროსოვამდე“, ვითარება არის ასეთი. თქვენ სახელი უნდა დაგერქვათ და მე ამის მომხრე ვარ. მართლაც დაგერქმევათ სახელი. ვინც გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს, იპოვის თავის კუთვნილ ბინას. კიდევ ერთხელ მინდა მელიას ვუთხრა, რომ შვილო, გაზს დაუწიე და ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner