ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს 61 მლნ ლარით იზრდება და 1 045.0 მლნ ლარამდე მიიმართება ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად.
მისი თქმით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად 1 მლნ ადამიანზე მეტი იღებს სამედიცინო მომსახურებას. C ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია - 11.0 მლნ ლარი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება გაორმაგებულია და გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.