logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს
- +

12 დეკემბერი. 2018. 18:36

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი დღეს პარლამენტში მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატ ნიკა მელიასთან იმიტომ მივიდა, რომ მიკროფონიდან მის მოწოდებას, განცხადების გაკეთების საშუალება მიეცა, არ ისმენდა.

 

„მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება, ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი, გამოდი გარეთ-მეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner