logo_geo
eng_logo
ანნა ფოტიგა: საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს!
- +

20 მაისი. 2016. 10:29


ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ანნა ფოტიგამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.



ჩვენ ევროპარლამენტში ოთხ უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და ყველანი ერთ აზრზე ვთანხმდებით, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. ვფიქრობთ, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართული ჯარის მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც მას ნატოს და ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადს ხდის. საინტერესო შეხვედრა გვქონდა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. ასევე, ჩვენ თავად ვნახეთ ის პრობლემები, რომელიც საზღვრისპირა სოფლებშია. ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად აღმართული ბარიერები", - განაცხადა ანნა ფოტიგამ, რომელმაც საქართველოში ვიზიტი და მის ფარგლებში გამართული შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამა.



ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან გამართეს. ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში ოფიციალურად დღეს დასრულდება.



ევროპარლამენტარის მოსაზრებით, საქართველო ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებისთვის აუცილებელია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner