ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აჭიკჭიკდნენ!“ - წერს ახრახაძე და დათა ახალაიას ნათქვამს აქვეყნებს.
დათა ახალაიას 2013 წლის განცხადება:
„საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. ღრმად მწამს, რომ, რომ არა ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენს ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე, ასევე, გამაჩნია იმის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშრუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში", - ვკითხულობთ კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში.