logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, არამედ...
- +

12 დეკემბერი. 2018. 20:52

 

 

„რატომ არ შეიძლება რომ აქციზი შევამციროთ? იმიტომ, რომ აქციზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა მიმდინარე შემოსავლების შევსების კომპონენტში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

 

მისი თქმით, დღეს, საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

 

„ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, ჩვენ გვაქვს პრობლემა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ყველაფერი კორელაციაშია ფიზიკური კაპიტალის განვითარებასთან. ყველაზე დიდი კორელაცია კი აქვს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას, რაზეც მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner