logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: იმედს გამოვთქვამ, ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდობიანად...
- +

12 დეკემბერი. 2018. 20:54

 

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მშვიდობიანად ჩაივლის.

 

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს 16 დეკემბერს თელავში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

ამასთან, მინისტრის თქმით, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

 

„გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, თუმცა პრეზიდენტის ინაუგურაცია არ არის უბრალო მოვლენა, ეს ყოველდღე არ ხდება. ამიტომ დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ქალი პრეზიდენტის, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდობიანად და ისეთ გარემოში, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

16 დეკემბერს თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამავე დღეს თელავში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner