logo_geo
eng_logo
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

12 დეკემბერი. 2018. 20:56

 

 

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

 

დაშავებულები მძიმე დაზიანებებით ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner