logo_geo
eng_logo
კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს
- +

12 დეკემბერი. 2018. 22:49

 

 

„საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს“, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი განაცხადა, სხდომას 69 დეპუტატი ესწრებოდა, რის გამოც საკითხს კენჭს ვერ უყრიდნენ.

 

„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო, დღეს კენჭისყრა ვერ შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს ხვალ, პლენარულ სესიაზე უყრიან.

 

მომავალი წლის ბიუჯეტში ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 600 მილიონი ლარით მეტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner