logo_geo
eng_logo
ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც აიკრძალა
- +

12 დეკემბერი. 2018. 22:57

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

დღისით გზა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დაიკეტა. ახლა მოძრაობა აიკრძალა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც.

 

გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

 

უწყების ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კმ-დან (გუდაური, ფოსტა) -107 კმ-მდე, (კობის მონაკვეთზე) მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

 

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner