ხაშურში, სააკაძის ქუჩა N2-ში არსებულ შენობას სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36 - ერთოთახიანია, 44 -ოროთახიანი და 5 - სამოთახიანი.
ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.
ამ ეტაპზე, ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი 63 დევნილ ოჯახს გადაეცემა. რაც შეეხება დარჩენილ 22 ბინას, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა, რომლის შედეგებიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.