logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა – თუ ასეთი მაგარია თქვენი ლიდერი, ჩამოვიდეს!
- +

12 დეკემბერი. 2018. 23:04

 

 

„მინდა, მელიას ვუთხრა – შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ გააკეთა.

 

„თქვენი ბელადი იქედან გმოძღვრავთ – თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ “სკაიპით“ ძალიან უყვარს საქართველო. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ“, – განაცხადა ქანთარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner