ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საჯარო მოხელეები რომ თავის მოვალეობას ასრულებდნენ და პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ამბების მიტან-მოტანით არ იყვნენ დაკავებულები, არავითარი კანონში ცვლილება არ გახდებოდა საჭირო.
წლებია უკვე, ვამბობ, რომ საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ თავისი ადგილი, პოლიტიკური მხარდაჭერა კი, როგორც მოქალაქეებმა, არჩევნების დღეს გამოხატონ.
ამ წლების განმავლობაში ხელისუფლება მუდმივი დივერსიის და საბოტაჟის პირობებში მუშაობს, რაც არასდროს დამთავრდება, თუ საჯარო მოხელეები სახელმწიფოებრივ აზროვნებას არ მიეჩვევიან.
„ახლა კი დროა, სოლომონ, რომა, მშვიდობა ნახოს საქართველომა!"
გამარჯობა თელავი!
რას იზამ, - სე ლა ვი!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.