რაც დღეს (12 დეკემბერს) "ნაციონალებმა" პარლამენტში ჩაიდინეს და რაზეც ირმა ინაშვილისგან და არა მხოლოდ ირმა ინაშვილისგან საკადრისი პასუხი მიიღეს, ყოველგვარ ცივილიზებულ ნორმას სცილდება. კი, ბატონო, დამთავრდა არჩევნები, სალომე ზურაბიშვილი უკვე პრეზიდენტია, მაგრამ ესენი არ მოისვენებენ, სანამ არ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სანამ მთელი საქართველო არ დადგება ფეხზე და სამუდამოდ არ გავხვეტავთ ამ ნაგავს!
არ აღდგება სამართლიანობა და არ დაისჯებიან დამნაშავეები? არ იქნება მშვიდობა!
დიახ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და იქ ვნახავთ, რომელმა 800 ათასმა ადამიანმა მისცა ამათ ხმა. სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს. რაც ადრე გააცნობიერებს ამ ყველაფერს "ქართული ოცნება", მით უკეთესი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად იქნება დაპირისპირება, ძიძგილაობა, გაწევ-გამოწევა და რას მივიღებთ 2020-ში, არავინ იცის!
გელა ზედელაშვილი