logo_geo
eng_logo
2019 წლიდან 144 ათასზე მეტი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს
- +

13 დეკემბერი. 2018. 02:10

 

 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით მომავალი წლიდან იწყება ახალი პროგრამა, რომელიც 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარების გაცემას გულისხმობს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაორმაგდება დღეს არსებული 10-ლარიანი დახმარება და ოჯახებს დამატებით გამოეყოფათ 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებას ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების შესაძენად.

 

„აღნიშნულ დახმარებას მიიღებს 144 ათასზე მეტი ბავშვი და ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 70.0 მლნ ლარამდე. აღნიშნული პროგრამის დაწყება მათ შორის ეხმიანება მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინდექსის“ კვლევის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ეხება 5-წლამდე ბავშვების განვითარების მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

2 ნოემბერს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner