logo_geo
eng_logo
დევისს გოლი შვილმა გაუტანა
- +

20 მაისი. 2016. 11:18


„საუთჰემპტონის" მეკარე კელვინ დევისი კლუბის ღირსებას 10 წელია იცავს და ამ იუბილესთან დაკავშირებით, საჩვენებელი მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მისმა 11 წლის შვილმაც მიიღო.


სონი დევისი მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც რიკი ლამბერტი შეცვალა. მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, სონის პენალტის დარტყმის საშუალება ორჯერ მიეცა: პირველი ხარიხას მოხვდა, მეორე კი პატარა დევისმა უბადლოდ შეასრულა, მამის ნახტომი უშედეგო აღმოჩნდა და ბურთი ბადეში გაეხვია.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner