logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: ეროვნული მუზეუმის საქციელი ყველა ფორმით სამაგალითოა…
- +

20 მაისი. 2016. 11:24


მოკლედ, ეროვნული მუზეუმის საქციელი ყველა ფორმით სამაგალითოა - აგერ ხომ ხედავთ, მიჰბაძეს ნამუშევრების გადატანაში, - წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე.



„ეს ფოტო გადავიღე ხელოვნების მუზეუმთან - როგორც განმიმარტეს, რუსთაველი მხატვრების გამოფენა იყო მოწყობილი და მათ ნამუშევრებს უკან, რუსთავში ასე აგურებივით მიეზიდებოდნენ. მანქანას ზემოდან დაკრული ჰქონდა ნახატები (ვიდეოკადრებიც მაქვს). მოკლედ, ეროვნული მუზეუმის საქციელი ყველა ფორმით სამაგალითოა - აგერ ხომ ხედავთ, მიბაძეს ნამუშევრების გადატანაში. ამ ფოტოს და ვიდეოს გადაღებისას 2014 წლის ოქტომბერი გამახსენდა, ასე აგურებივით რომ ზიდავდნენ თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ეროვნულ გალერეაში. თბილისის მერიამ ეროვნული მუზეუმის დირექტორთან გაიარა კონსულტაციები და ისე გააერთიანა ცხრა მუზეუმი ერთ მუზეუმად. მოკლედ, საქმე ისე მიდის, რომ დავით ლორთქიფანიძე მეორედ ჩამოიკდიებს მკერდზე ბრწყინვალბის ორდენს. ალბათ გახსოვთ სისხლიან რუსთაველზე - 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილმა ლორთქიფანიძე და სხვები როგორ დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით", - წერს ნინო მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner