logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: საქართველოს ძალიან იმედიანად ვტოვებ
- +

13 დეკემბერი. 2018. 10:16

 

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებისას განაცხადა, რომ საქართველოს იმედიანად ტოვებს.

 

„საქართველოს ძალიან იმედიანად ვტოვებ, რეფორმები კარგად მიმდინარეობს, უკვე გვაქვს კარგი გეგმები მომავალი წლისთვის. ზოგადი კლიმატი ყველა ჩემს შეხვედრაზე ძალიან პოზიტიური იყო. შეშფოთების ერთადერთი თემა, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და პოლარიზებული პოლიტიკური დებატებია. თუმცა ყველამ, ვისაც შევხვდი მაღალ დონეზე, მთავრობის წარმომადგენელი იქნებოდა ის თუ ოპოზიციის, დამარწმუნა, რომ იმუშავებენ ინკლუზიური დისკუსიებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც უნდა იყოს უფრო ინკლუზიური, უფრო მშვიდი. ვფიქრობ, ყველა ქართველი დამეთანხმება ამაში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner