საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის ჩაშლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს მხარს დღეს დაუჭერს.
„გუშინ ცუდი ფაქტი მოხდა, რადგან ყველას მეტი საპარლამენტო პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები დროულად იქნეს მიღებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გუშინდელ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, დღის ბოლოს საკითხისთვის კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ გაიმართა.