„ძალიან დასანანი ფაქტი მოხდა გუშინ, არ ვიცი, პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ჰქვია ბიუჯეტის პროექტის მიღება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
„ახალი რეგლამენტით უკვე შესაძლებელი იქნება გაცდენებზე გარკვეული ზომების მიღება. ჩვენ ამ პარლამენტში დეპუტატები გვყავს, რომლებიც მხოლოდ გახსნის დღეს ვნახეთ. არსებული რეგლამენტის მიხედვით, მათ შეუძლიათ, რომ ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზონ და შეუძლიათ გაცდენა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.