პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყანას არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს.
„სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია. სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში რეალურად მოიგო და მოიპოვა მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება 780 ათას ხმაზე, რამდენად რეალურია „ნაციონალების“ მოპოვებული ხმები. გამოძიების პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ პროცესს, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს დადებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.