ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული და თანამშრომლობაზე აგებული პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ჩინეთი-საქართველოს ურთიერთობების განვითარება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში ხდება. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას და მსურს, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიყვანოთ საერთო ძალისხმევის მეშვეობით, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს წაადგება“, - ნათქვამია სი ძინპინის წერილში.