მიუნხენის „ბაიერნმა" გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „წითლები" სატურნირო ცხრილს 88 ქულით ლიდერობენ და მეორეადგილოსან დორტმუნდის „ბორუსიას" 10 ქულით უსწრებენ. ჩემპიონობაგანაღდებულმა მიუნხენელებმა სასმელის მიღების უფლება მოიპოვეს და გამარჯვება გასახდელში ცეკვით აღნიშნეს.
„ბაიერნმა" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია და ფინალში თამაშთანაც ახლოს იყო. გარდა ამისა, კლუბს 21 მაისს დორტმუნდის „ბორუსიასთან" თასის ფინალი აქვს სათამაშო და თუ ამ მატჩის მოგებას მოახერხებს, სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.