ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში ამავე სოფლის ოთხი მკვიდრი დააკავეს.
სოფელ სპეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი ლომაურიძის განცხადებით, ოთხივე მათგანის დაკავება გუშინ საღამოს მოხდა.
„თავდაპირველად ხუთი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი, მოხუცი ადამიანი მაშინვე გაათავისუფლეს, ამბავი რომ ჩამოეტანათ. ფუტკრის სკების ასატანად იყვნენ ე.წ. საზღვრის სიახლოვეს. ამ დროს შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და დააკავეს. ამბობენ, ოსები იყვნენ და არა რუსი ე.წ. მესაზღვრეები. ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ ყველა", - განაცხადა გიორგი ლომაურიძემ.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახის წევრებს ე.წ. საჯარიმო თანხა უკვე გადახდილი აქვთ და მათ გათავისუფლებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.