logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი იქნება ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტი
- +

13 დეკემბერი. 2018. 16:17

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იქნება ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტი.

 

„ჩვენ მას დავუჭირეთ მხარი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიზანი აუცილებლად შესრულდება, სალომე ზურაბიშვილი იქნება სწორედ ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტი. ის იყო ერთადერთი კანდიდატი ამ არჩევნებში, რომელსაც ამ ფუნქციის შესრულება შეეძლო. რა თქმა უნდა, ეს იქნება გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული და თუ ოპოზიცია და პოზიცია სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ტრადიციის ჩამოყალიბებას, ამ შემთხვევაში მიზანი სრულფასოვნად შესრულდება, ეს არის დამოკიდებული ასევე პოლიტიკურ ძალებზე. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვფიქრობ, ის საუკეთესოდ შეასრულებს ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner