პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაცია თელავში ჩატარდება და შედგება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
„რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია, ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინცდამაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს ხოლმე ზოგადად. ინაუგურაციის ჩატარებას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ის ჩატარდება ისე, როგორც არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.