საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გვიან ღამით თბილისში, კოსტავას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„დაგეგმილი სამუშაოების მიზეზით, 14 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთზე.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.