logo_geo
eng_logo
ისკოს მესისთან გასეირნება ესირცხვილება
- +

20 მაისი. 2016. 11:51


რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, მადრიდის „რეალის" შემტევი ნახევარმცველის ისკოს ძაღლს „მესი" ჰქვია. წლების წინ ესპანელმა აღნიშნა, რომ ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ისევე როგორც მისი ლაბრადორია მსოფლიოში საუკეთესო ძაღლი. როგორც ჩანს, 24 წლის ესპანელი ახლა ნანობს, რომ საკუთარ ძაღლს დაუძინებელი მტრის ვარსკვლავის სახელი დაარქვა.


„ჩემს ძაღლთან ერთად ქუჩაში აღარ ვსეირნობ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე „მესის" ვყვიროდე? ძაღლისთვის „მესის" დარქმევა უფრო მეტად ჩემი ძმისა და მამის დამსახურება იყო, ვიდრე ჩემი", - აღნიშნა ისკომ.


აღსანიშნავია, რომ პრესასთან საუბრის დროს, ისკოს მხოლოდ საკუთარ ძაღლზე არ უსაუბრია და მას „ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის ესპანეთის ჩემპიონობის მილოცვაც არ დავიწყებია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner