logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა
- +

20 მაისი. 2016. 12:05


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ითარგმნა და, განმარტებით ბარათთან ერთად, ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.



მისივე თქმით, კანონპროექტი კომისიაში გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაიგზავნა.


ელექტრონული ფოსტით კომისიაში კანონპროექტი გადაგზავნა თავად ეკა ბესელიამაც.



„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის  პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს გუშინ გადაუგზვნა.


პრეზიდენტს მასზე ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად 10-დღიანი ვადა აქვს.



პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მომსმენით 14 მაისს მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner