პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ითარგმნა და, განმარტებით ბარათთან ერთად, ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.
მისივე თქმით, კანონპროექტი კომისიაში გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაიგზავნა.
ელექტრონული ფოსტით კომისიაში კანონპროექტი გადაგზავნა თავად ეკა ბესელიამაც.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს გუშინ გადაუგზვნა.
პრეზიდენტს მასზე ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად 10-დღიანი ვადა აქვს.
პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მომსმენით 14 მაისს მიიღო.