ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ხურჩაში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდებიან, რომ ევროკავშირის მისია მიაწვდით ინფორმაციას ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ფაქტის შესახებ.
„ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, რაც მოხდა. მოგეხსენებათ, ადმინისტრაციულ საზღვარზე რეგულარულად პატრულირებს ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM). მე მქონდა კონტაქტი მისიის ხელმძღვანელთან და ველოდებით, რომ მისია მოგვაწვდის ინფორმაციას მომხდარის შესახებ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.