logo_geo
eng_logo
თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს
- +

14 დეკემბერი. 2018. 02:11

 

თბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ ღამის კლუბის სტუმრებს შორის დაიწყო და გარეთ გაგრძელდა.

 

ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

მათივე ცნობით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner