logo_geo
eng_logo
კადიროვი: უფრო დიდი მოცულობის თანხა რომ გამოეყოთ, უფრო მეტს გავაკეთებდით!
- +

14 დეკემბერი. 2018. 02:15

 

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა России 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რესპუბლიკა უფრო მეტად განვითარდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ბიუჯეტიდან უფრო დიდი მოცულობის რესურსი რომ გამოყოფილიყო.

 

კადიროვის თქმით, ხალხს მიაჩნია, რომ ჩეჩნეთი იმის გამო ყვავის, რომ რუსეთი მას დიდ თანხას აძლევს.

 

„ჩვენთვის საჭირო უფრო დიდი მოცულობის თანხა რომ გამოეყოთ, უფრო მეტს გავაკეთებდით. და კიდევ უფრო მეტსაც ხელს რომ არ გვიშლიდნენ”, – აცხადებს კადიროვი.

 

ივნისის თვეში, კადიროვმა წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თხოვნით, რომ ჩართოს ქვეყანა სივრცით განვითარების სტრატეგიაში 2025 წლამდე. ჩეჩნეთის ლიდერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთისთვის რესურსის მიწოდების წყარო, ფედერალური ბიუჯეტის გარდა შესაძლოა იყოს კორპორაციები, საინვესტიციო ფონდები და სხვა.

 

ტრასპორტის სამინისტროს შეფასებით, ჩქაროსნული მაგისტრალის ღირებულება 1,2 ტრილიონ რუბლს შეადგენს. მისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან კი 336 მილიარდი რუბლი გამოიყოფა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner