logo_geo
eng_logo
ჯონ ბოლტონი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შეუძლებელია!
- +

14 დეკემბერი. 2018. 10:29

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის ჯონ ბოლტონის განცხადებით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეუძლებელია, ვიდრე რუსეთი უკრაინულ გემებსა და მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს.

 

„ვიდრე უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი დაკავებულია, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

 

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რის მიზეზადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner