logo_geo
eng_logo
ინდოეთის ტურნირის ნახევარფინალში მარიამ ბოლქვაძე ითამაშებს
- +

14 დეკემბერი. 2018. 10:38

 

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიოს 375-ე ჩოგანია, ინდოეთში ITF-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

 

ბოლქვაძემ პირველ წრეში ინდოელი პალჰა დაამარცხა (6:4, 6:4), მეორე რაუნდში მოუგო მეექვსე ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას (6:1, 6:7(2), 6:4),

 

მეოთხედფინალში კი 20 წლის ქართველის მეტოქე იყო ტურნირის მეოთხე ნომერი, ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა.

 

ბოლქვაძემ, მოულოდნელად, ძალიან იოლად მოიგო – 6:1, 6:2. ქართველმა ხუთი ბრეიკი შეასრულა, პირველი მოწოდებით ქულების 90 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 81 პროცენტი.

 

დღეს, ბოლქვაძე ნახევარფინალში ტურნირის პირველ ნომერს, ჩინელ იაინ ლუს შეხვდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner