logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: ლარი სტაბილური ვალუტაა
- +

20 მაისი. 2016. 12:54


ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი. მისი თქმით, დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა.



ჩვენ გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი და რომ აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. აშკარად შეცვლილია გარემო, მათ შორის, შემოდინებების თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვანია, დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა. ლარი ახალი წონასწორობის წერტილისკენ მიისწრაფვის და ეროვნული ბანკი შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს. გაცვლითი კურსი ზოგადად არის საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ და ამ შემთხვევაში საგარეო ფაქტორები დადებითადაა მიმართული.

ეროვნული ბანკი ავსებს სავალუტო რეზერვებს. თქვენ იცით, რომ ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს სავალუტო აუქციონებში, ერევა სავალუტო ბაზრის ფორმირებაში, მაგრამ ხედავთ, რომ ლარი ბოლო 3-4 თვის განმავლობაში სტაბილურად მყარდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner