სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.
ინტერნეტგამოცემა „Amaq“–მა, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, ტერორისტების განცხადება გამოაქვეყნა, თუმცა არანაირი მტკიცებულება თავდასხმასთან კავშირის შესახებ მოყვანილი არ არის.
განცხადებაში საუბარია, რომ თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო.
პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი გუშინ მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა.