საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსის გამყარება გაგრძელდება.
„საგარეო შოკი მოხსნილია. მაკროეკონომიკური სურათით, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება. ლარის კურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის. სეზონური ფაქტორები, ტურისტული ნაკადები, გადმორიცხვების ზრდა, ინვესტიციების უფრო მეტი შემოსვლა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ლარის კურსი კი არ გაუფასურდება, არამედ კიდევ უფრო გამყარდება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ლარის კურსის გამყარება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული არ არის.