პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თელავში დაგეგმილ ინაუგურაციასა და ოპოზიციის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდად და ოპოზიციას პროვოკაციების შესაძლებლობა არ მიეცემა.
„რაც შეეხება თელავში დაგეგმილ აქციას ზოგადად, პროვოკაციების მოწყობა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები და დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე. შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა, ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.