პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით გუნდის განახლება აუცილებლად მოხდება.
„გახსოვთ, რომ 2015 წელს ასევე დავაანონსეთ გუნდის განახლება, მაშინ ორი წლის თავზე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამის შედეგები იხილა საზოგადოებამ. დღესაც ვართ ჩვენ იგივე გამოწვევის წინაშე, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, ახალი სისხლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც სათანადო დროს იხილავს ქართული საზოგადოება. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.