logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: შსს მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ინაუგურაცია გაიმართოს ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს
- +

14 დეკემბერი. 2018. 17:03

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 16 დეკემბერს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩავატაროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოსა და ქვეყანას.

 

„ყოველთვის ჯობს, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ იქნება არასანქცირებული შეკრება, მაშინ მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაშიც არის მთავარი. მას აქვს ზღვარი და ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსცესები არ იყოს დაშვებული და ისეთი ინაუგურაცია ჩავატაროთ, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner